„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის 2006 წლის 9 აგვისტოს №423 ბრძანებაში (სსმ, 109, 16/08/2006წ., სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.009.071) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოფიცერთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ან მასთან შეთანხმებით თანამდებობაზე დანიშნული პირი;“
|