„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
632
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-27
სარეგისტრაციო კოდი
340030000.10.003.018251
„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №632

2014 წლის 25 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №430 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმებისა და მათი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2010  წლის  31 დეკემბრის №430 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/01/2011,  340030000.10.003.0161172) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1.   მე-6  მუხლის  22 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„22. სანაშენე და საკლავი ცხოველების ექსპორტის დროს, ცხოველთა ჯანმრთელობის კლინიკურად დადგენის მიზნით, ცხოველებზე საკარანტინო ვეტერინარულ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო. კარანტინში განთავსების ვადა განისაზღვრება 5 დღით, ხოლო წვრილფეხა პირუტყვისთვის - 48 საათით, თუ იმპორტიორი მხარე ან განმცხადებელი არ ითხოვს უფრო ხანგრძლივ საკარანტინო ვადას.“.

2.  მე-6  მუხლის  მე-5 პუნქტი  ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

„5. სერტიფიკატი გაიცემა უფლებამოსილი პირის მიერ ვეტერინარული კონტროლის პროცედურების ჩატარების საფუძველზე და საქონლის  გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების დალუქვის შემდეგ. არ ილუქება ისეთი ტვირთების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალება,  რომელზეც  ლუქის  დაზიანების გარეშე  შესაძლებელია  ტვირთთან  შეხება ან ტვირთის ჩანაცვლება,  ცოცხალი ცხოველების გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებები, ასევე,  მსუბუქი და  სატვირთო-სამგზავრო ავტომობილები, ავტობუსი და სარკინიგზო ტრანსპორტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია