„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
631
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-25
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-27
სარეგისტრაციო კოდი
480040030.10.003.018250
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №631

2014 წლის 25 ნოემბერი

ქ.თბილისი

 

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 დეკემბრის №315 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის   2013       წლის   5   დეკემბრის №315 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 06/12/2013, 480040030.10.003.017482)   შეტანილ იქნეს ცვლილება და  დადგენილებით   დამტკიცებული იმ ქვეყნების ნუსხის, რომლებშიც აკრედიტებულია საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები (დანართი №2) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი  რედაქციით:

,,2. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში აკრედიტებულია პერუს რესპუბლიკაში, სურინამის რესპუბლიკაში, კოლუმბიის რესპუბლიკაში, გაიანას კოოპერატიულ რესპუბლიკასა და ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია