„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) საბაჟო საწყობში გადამუშავებისთვის განკუთვნილი უცხოური საქონლის - სეს ესნ-ის 2603 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი სპილენძის კონცენტრატების შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას.“.
|