ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-21
გამოქვეყნების თარიღი
2018-07-06
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.105.016194
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
(ძალადაკარგულია - 06.07.2018, №68)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება   №48

2014 წლის 21 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების შესაბამისად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 დეკემბრის დადგენილება № 50 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.


მუხლი 1
დამტკიცდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი“ თანდართული  დანართის შესაბამისად (დანართი N1 თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია



დანართი N1

              ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 დეკემბრის დადგენილება № 50 - ვებგვერდი, 19.12.2014წ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში პრემიის

ოდენობის განსაზღვრის  წესი


მუხლი 1
1. ეს წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.

2. პრემია გაიცემა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.

3. პრემიის გაცემაზე ინიციირების უფლება აქვს გამგებელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის, საკრებულოს თავმჯდომარეს ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის,  გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში  დასაქმებულ პირებზე და საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის.

4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიციირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.

5. პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, ბრძანების საფუძველზე.

მუხლი 2
1. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.

2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

3. პრემია  შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით,  ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.


კრებსითი — სრული ვერსია