„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 თებერვლის №93 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 13.02.2007 წ, №20, მუხ. 229, სარეგისტრაციო კოდი – 040.030.000.22.022.009.972) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,კ1“ ქვეპუნქტი:
,,კ1) უფლებამოსილია ცენტრის თანამშრომლებს ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, აგრეთვე მათ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის, რომელიც აღემატება მათ ჩვეულ სამსახურებრივ მოვალეობებს, დაუწესოს დამატებითი საზღაური (დანამატი) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან;“.
|