„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2791-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-11-14
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-26
სარეგისტრაციო კოდი
430020000.05.001.017546
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №2, 10.01.2005, მუხ. 4) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ46“ ქვეპუნქტი:

„ჰ46) საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლო ან სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, რომლის ძირითადი ფუნქციაა საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობისა და საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

14 ნოემბერი 2014 წ.

N2791-Iს

კრებსითი — სრული ვერსია