„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
960
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-05
სარეგისტრაციო კოდი
140130000.22.034.016387
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №960

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლისა  და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 21 იანვრის №42 ბრძანების (ვებგვერდი, 22/01/2014, სარეგისტრაციო კოდი -140130000.22.034.016271) პირველი მუხლით დამტკიცებული №45 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს  2014 წლის 1 დეკემბრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე




დანართი N45

 

კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი)

 

თანამდებობა

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი)

 ცენტრის (დეპარტამენტი) უფროსი

2 705

 ცენტრის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე

2 540

 მთავარი სამმართველოს უფროსი

2 355

 მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე

2 235

 სამმართველოს უფროსი

2 115

 სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი

2 000

 განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი

1 210

 უფროსი ინსპექტორი, უფროსი გამომძიებელი, მთავარი სპეციალისტი

1 020

 წამყვანი სპეციალისტი

950

 სპეციალისტი

775

 

 


კრებსითი — სრული ვერსია