„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
962
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-12-05
გამოქვეყნების თარიღი
2014-12-05
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.034.016389
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №962

2014 წლის 5 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 16 ნოემბრის №895 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/11/2012, სარეგისტრაციო კოდი – 010240030.22.034.016142)  დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ1“ ქვეპუნქტი:

„პ1) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ავტომეურნეობის ბაზაზე სამინისტროს საბალანსო ერთეულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის შემოწმებას, მათ მიმდინარე ან/და კაპიტალურ შეკეთებას (ბაზაზე რესურსების არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება სსიპ-ების მიერ საკუთარი შემოსულობებით შეძენილ და არასაბიუჯეტო მიზნებისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.“.

2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს ავტომეურნეობის ბაზაზე სამინისტროს საბალანსო ერთეულების, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის შემოწმებას, მათ მიმდინარე ან/და კაპიტალურ შეკეთებას (ბაზაზე რესურსების არსებობის შემთხვევაში).

შენიშვნა: აღნიშნული პუნქტი არ ვრცელდება სსიპ-ების მიერ საკუთარი შემოსულობებით შეძენილ და არასაბიუჯეტო მიზნებისათვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებზე.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

კრებსითი — სრული ვერსია