„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
4130
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-12-27
გამოქვეყნების თარიღი
2006-12-29
სარეგისტრაციო კოდი
370.020.000.05.001.002.488
„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ფიზიკური პირებისა და კერძო სამარ­თლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 1998 წელი, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატე­ბები და ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) იმ კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილ არასა­სოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომ­ლებიც სახელმწიფომ დააფუძნა როგორც ამ კანონის ამოქმედებამდე, ისე მისი ამოქმედების შემდეგ.“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს:

ა) შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვე­პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიწის ნაკვეთზე საკუთრების მინიჭებისას მიწის ერთ კვად­რატულ მეტრზე საზღაური განისაზღვროს გამოსყიდვის დროი­სათვის მოქმედი მიწის ნორმატიული ფასის მიხედვით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასა­სოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბა­მისად.“;

ბ) შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიწაზე კერ­ძო საკუთრების უფლების მინიჭებისათვის საზღაურის გადახ­და მიწის კერძო საკუთრებაში მიმღებ სუბიექტს არ ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო კოდექ­სით დადგენილი ქონების (მიწის) გადასახადისაგან.“.

3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სახელმწიფო საკუთ­რებაში არსებული შენობა-ნაგებობის განკარგვა ხდება იმ მიწის ნაკვეთთან ერთად, რომელზედაც ის არსე­­­ბუ­­ლი წესით არის დამაგრებული საქართველოს კა­ნონ­­­მდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდა შესაძლებელია განვადებით, არა უმეტეს ორი წლის განმავლობაში.“.   

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნე­ბისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 27 დეკემბერი.

№4130–რს

 

კრებსითი — სრული ვერსია