„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2784-Iს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-11-13
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-20
სარეგისტრაციო კოდი
010230000.05.001.017543
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტი 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსურ აუდიტს (ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად) საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ყოველწლიურად ახორციელებს საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი კომისია.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

13 ნოემბერი 2014 წ.

N2784-Iს

კრებსითი — სრული ვერსია