|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, მე-19 მუხლის მესამე პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების მე-8 მუხლის მეორე პუნქტის და საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქალაქ მცხეთის მუნიციოპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელის თანამდებობათა დასაკავებლად. |
| მუხლი 4 |
კონკურსის ჩატარებისას კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს ამ დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
| მუხლი 6 |
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ერთი თვის ვადაში. მცხეთა სამხედროს ქ. №17. |
|
დანართი №1
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
მუხლი 1.
საერთო მოთხოვნები |
1. წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად, რომელიც თანამდებობათა რანგების მიხედვით მოიცავს:
ა) უმაღლეს განათლებას, სამუშაო გამოცდილებას; ბ) ქართულ ენაზე, გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარს; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამის microsoft Office Word, Microsoft Office Exsel, Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნას. 2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელისათვის სავალდებულოა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანების დანართით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ცოდნა, მათ შორის: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; გ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. |
მუხლი 2.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის მოიცავს შემდეგ კომპეტენციებს: |
ა) ზოგადი უნარების მოთხოვნები;
ბ) პროფესიული უნარების მოთხოვნები; გ) გუნდური მუშაობის უნარი; დ) ანალიზისა და ადაპტაციის უნარი. |
მუხლი 3.
მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები: |
1. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის ყველა საჯარო მოხელისათვის.
2. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად. |
მუხლი 4.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის, ზოგადი უნარების სფეროში. |
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად (თანამდებობის შესაბამისად) სავალდებულოა წინამდებარე დანართის 1-ლი მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. |
მუხლი 5.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში: |
1. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს, თანაშემწეს, განყოფილების უფროსს, მთავარ სპეციალისტსა და წამყვან სპეციალისტს თანამდებობათა რანგების შესაბამისად მოეთხოვებათ:
ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობის და ჯგუფური მუშაობის უნარი, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ს ცოდნა. ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწეს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობის და ჯგუფური მუშაობის უნარი, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა; გ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების უფროსს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა; დ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამდივნო განყოფილების უფროსს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება, ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი, ურთიერთთანამშრომლობისა და ჯგუფური მუშაობის უნარი. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა; ე) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების მთავარ სპეციალისტს (იურიდიულ საკითხებში) მოეთხოვება: უმაღლესი იურიდიული განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთწლამდე გამოცდილება, ჯგუფური მუშაობის უნარი, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა; ვ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამდივნო განყოფილების მთავარ სპეციალისტს მოეთხოვება:უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთწლამდე გამოცდილება, ჯგუფური მუშაობის უნარი, ,,საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა; ზ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო განყოფილების წამყვან სპეციალისტს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთწლამდე გამოცდილება, ჯგუფური მუშაობის უნარი, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა; თ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამდივნო განყოფილების წამყვან სპეციალისტს მოეთხოვება: უმაღლესი განათლება, საჯარო სამსახურში მუშაობის ერთწლადე გამოცდილება, ჯგუფური მუშაობის უნარი, ,,საქმის წარმოების ერთიანი წესის დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება, „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებისა და „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 იანვრის დადგენილება №1-ის ცოდნა. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.04.2015წ. |
დანართი-№2
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები |
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 01.04.2015წ.
|