ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
65
მიმღები ორგანო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-14
გამოქვეყნების თარიღი
2015-02-06
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.167.016177
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ
(ძალადაკარგულია - 06.02.15 №9)

       ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №65

2014 წლის 14 ნოემბერი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრისა და შეღავათის დადგენის შესახებ

    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3, მე-4-მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის  მე-6 მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) ოდენობა 1კვ/მ -ზე 1 ლარის ოდენობით.  
მუხლი 2
1. სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდნენ მშენებლობის ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან.

     2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრამდე.

მუხლი 3
    დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მშენებლობის დაწყების ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების თაობაზე“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 იანვრის  №5 დადგენილება .
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე

კრებსითი — სრული ვერსია