„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 ოქტომბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
51
მიმღები ორგანო
ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-20
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.117.016229
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 ოქტომბრის N35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №51

2014 წლის 17 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

 

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 ოქტომბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 07 ოქტომბრის №35 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 13.10.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.117.016213) შევიდეს  ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–2 პუნქტი:   

„2. მოსაკრებლის ოდენობა ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის ნებართვისათვის განისაზღვროს, ახალი ასაშენებელი ობიექტის, პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის 0.25 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეერასტი მეტრეველი

კრებსითი — სრული ვერსია