1.
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის 2014 წლის 31 მარტის №50 ბრძანების ( www.matsne.gov.ge 03.04.2014,280120000.43.048.016007) 8 3 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„83. სამსახურის მოსამსახურეს, რომელიც მივლენილი იქნება მომზადების ან/და გადამზადების შესაბამისი კურსის გასავლელად ან კურსის სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სასწავლო ცენტრის ბაზაზე, მივლენის პერიოდში ყოველდღიური კვებით და სანივთე ქონებით უზრუნველყოფს სამსახური. ყოველდღიური კვების საორიენტაციო ღირებულება განისაზღვროს 12 ლარის ოდენობით, რომელსაც ემატება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებისა და სხვა ხარჯები.“.
|