„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის N240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
905
მიმღები ორგანო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2014-11-17
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-18
სარეგისტრაციო კოდი
140010000.22.034.016380
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის N240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №905

2014 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 თებერვლის №240 ბრძანებით (28.02.2006, №27, მუხ.335) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6.

1. საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, სამართალდარღვევებზე რეაგირების, დანაშაულის გახსნის, მათი თავიდან აცილების და აღკვეთის, აგრეთვე გამოძიების მიზნით ტერიტორიული ორგანო კომპეტენციის ფარგლებში  თანამშრომლობს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან, სხვა ტერიტორიულ ორგანოებთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან და საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან, აგრეთვე სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

2. სამართალდარღვევებთან ბრძოლის გააქტიურების, ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური ვითარების შეფასების, ანალიზის და მასზე ეფექტური რეაგირების სისტემის ჩამოყალიბების მიზნით ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის საერთო კოორდინაციას და კონტროლს ახორციელებს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 20 ნოემბრიდან.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე

კრებსითი — სრული ვერსია