„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2740
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-03-14
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-20
სარეგისტრაციო კოდი
250.000.000.05.001.002.181
„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.07.96, გვ. 13) 401 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებით სასამართლოსათვის მიმართვის და ასეთ საფუძველზე ამ კანონით დადგენილი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების სარგებლობის უფლება საწარმოს აქვს მხოლოდ ორჯერ, ხოლო რეაბილიტაციის სპეციალური რეჟიმით სარგებლობის უფლება – მხოლოდ ერთხელ.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების პერიოდი მოვალის განცხადების საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს. აღნიშნული გადავადების პერიოდი არ უნდა იყოს 9 თვეზე ნაკლები და 18 თვეზე მეტი (გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის გადავადების გაგრძელების კონკრეტული პერიოდი ამ შემთხვევაში განისაზღვრება ასეთი საწარმოების განცხადებების მიხედვით).“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 14 მარტი.

№2740–Iს

 

კრებსითი — სრული ვერსია