საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2716
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-03-02
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-20
სარეგისტრაციო კოდი
200.000.000.05.001.002.179
საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2004, მუხ. 200) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. 971 მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) პირები – ამ კოდექსის 172-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქმიანობის ნაწილში.“.

2. 281-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:

„6. 2007 წლის 1 იანვრამდე პირებზე, რომლებიც ჟურნალ-გაზეთების გავრცელებას ახორციელებენ სპეციალიზებული ჯიხურებით, რომლებშიც იყიდება მხოლოდ ჟურნალები ან/და გაზეთები, არ ვრცელდება ამ კოდექსის 971 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებები.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 2 მარტი.

№2716–Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია