„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2656
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2006-02-17
გამოქვეყნების თარიღი
2006-02-24
სარეგისტრაციო კოდი
010.240.010.05.001.002.175
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

�საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. �საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ� საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 13.02.2004, მუხ. 7) 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�ბ) შეიქმნას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და მმართველობის სფეროში გადაეცეს სატყეო მეურნეობის, დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის, გეოლოგიის, ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტები;�.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი �������������� �მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 17 თებერვალი.

№2656-Iს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია