„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილებს შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
152/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2014-11-12
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-13
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.022.016887
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილებს შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №152/ნ

2014 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ხელშეკრულებების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 26 იანვრის №19/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 27/01/2012; სარეგისტრაციო კოდი – 190040000.22.022.016285) პირველი პუნქტის:
1. 1.14. ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.14. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ  ელექტრონული ტესტირების  ჩატარებისთვის სპეციალური პროგრამების ინსტალაცია ან/და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა ტესტირების პერიოდში – თითოეული გამოსაცდელი პირის ერთ საგანში/თითოეულ ელექტრონულ ტესტირებაში მომსახურება – 0,30 ლარი“.

2. 1.14. ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1.15. ქვეპუნქტი:

„1.15. სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებისთვის სპეციალური პროგრამების ინსტალაცია ან/და შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა - ერთ დღეში მომსახურება თითოეულ კომპიუტერზე - 0,50 ლარი“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია