შეტანილ იქნეს ცვლილება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 სექტემბრის №41 დადგენილების „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ (www.Matsne.gov.ge, 30.09.2014 წ.) მე-10 მუხლის პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. კონკურსის გამოცხადება
1. საჯარო კონკურსს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დაწესებულების ხელმძღვანელის წინადადებით, აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“
|