„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
46
მიმღები ორგანო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-11-07
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-13
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016192
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის N42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2014 წლის 7 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 ,,ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  აპარატის  საჯარო  მოსამსახურეთა  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 16 ოქტომბრის №42 დადგენილებაში (სსკ 010250050.35.105016188) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

 ,,ა) უმაღლესი განათლება/ბაკალავრი/მაგისტრი იურისტი/ეკონომისტი;

 ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი  გამოცდილება;“.

2. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მეშვიდე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ა) უმაღლესი განათლება/ბაკალავრი/მაგისტრი;“.

3. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მეთერთმეტე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ა) უმაღლესი განათლება/ბაკალავრი/მაგისტრი;“.

4. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის მეთორმეტე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ა) უმაღლესი განათლება/ბაკალავრი/მაგისტრი;“.

მუხლი 2
 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია

კრებსითი — სრული ვერსია