„იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2633
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-16
სარეგისტრაციო კოდი
010.140.010.05.001.002.168
„იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1. „იმიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993 წ., მუხ. 183) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 6. იმიგრანტის რეგისტრაცია

1. იმიგრანტი ვალდებულია საქართველოში ჩამოს­ვლიდან 10 დღის განმავლობაში გაიაროს რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტო­რიულ სამსახურში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

2. იმიგრანტი ვალდებულია შეატყობინოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შესახებ.“.

     მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2633–რს

 

 

კრებსითი — სრული ვერსია