„ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2632
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-16
სარეგისტრაციო კოდი
010.140.010.05.001.002.167
„ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

     მუხლი 1. „ემიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, ივლისი, 1993 წ., მუხ. 175) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქე საქართველოდან ემიგრა­ციაში მიდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული პასპორტით.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. პასპორტის მისაღებად შუამდგომლობა დაინტერესებულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.“;

ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 13. სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და უწყებების მონაცემები საქართველოს მოქალაქის საქართველოდან ემიგრაციასთან დაკავშირებით

საქართველოს მოქალაქის მიერ ემიგრანტის სტატუ­სის მოსაპოვებლად შუამდგომლობის განხილვისათვის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის მოთხოვნით სახელმწიფო ორგანოები, ორგანიზაციები, დაწესებუ­ლებები და უწყებები ვალდებული არიან წარუდგინონ მას მონაცემები ამ კანონის მე-12 მუხლში მითითებული გარემოებების შესახებ.“.

4. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18. ემიგრაციის სტატისტიკა

ემიგრაციის სტატისტიკას აწარმოებს სააგენტო.“.

     მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის    30 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2632–რს

კრებსითი — სრული ვერსია