|
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 13 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად |
| მუხლი 1 |
,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ 2013 წლის 13 მარტის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20.03.2013, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.35.103.016085)შეტანილ იქნეს ცვლილება: |
დადგენილების მე- 4 მუხლის მე–5 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ზ) გაჭირვებული ოჯახების დახმარება, რომელშიც შედის: სოციალურად დაუცველი, მძიმე კატეგორიის ავადმყოფთა და სიღატაკის ზღვარზე მყოფი ოჯახების (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება –35 000-ს) ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 100 (ასი) და არაუმეტეს 350 (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ან მათივე თანხმობით ფულადი დახმარება ჩანაცვლებულ იქნას ალტერნატიული საშუალებით, რაც გამოიხატება მარტივი ტიპის სათბურების აშენებით (ამ შემთხვევაში აღნიშნული თანხა 350 (სამას ორმოცდაათი) ლარი ჩაირიცხება შესაბამისი ორგანიზაციის ანგარიშზე). |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|