საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1953
2014 წლის 31 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დათვის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ,,ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დათვის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი