საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის 2014 წლის 3-4 ივლისის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ დაფინანსების ხელშეკრულების პროექტში „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მდგრადობა“ ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1947
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-30
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-11
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017940
საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის 2014 წლის 3-4 ივლისის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ დაფინანსების ხელშეკრულების პროექტში „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მდგრადობა“ ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1947

 2014 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის 2014 წლის 3-4 ივლისის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ დაფინანსების ხელშეკრულების პროექტში „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მდგრადობა“  ცვლილების შეტანის შესახებ

    1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის 2014 წლის 3-4 ივლისის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ დაფინანსების ხელშეკრულების პროექტში „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მდგრადობა“ ცვლილების შეტანის შესახებ.

    2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართვე­ლოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ საქართველოსა და IFAD-ს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმებულ დაფინანსების ხელშეკრულების პროექტში „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია, ბაზარზე წვდომა და მდგრადობა“ ცვლილების (განმახორციელებელი ორგანიზაციის ცვლილება) შეტანის მიზნით, საქართ­ველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                               ირაკლი ღარიბაშვილი

 

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია