|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
მუხლი 1.
შევიდეს ცვლილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №2 დადგენილებაში (ვებგვერდი, 06/08/2014. ს/კ010260020.35.113.016160) და დადგენილებას თანდართული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: |
„მუხლი 131 გამგებლის წარმომადგენელის თანაშემწე
1. გამგებლის წარმომადგენელს ჰყავს თანაშემწე (თანაშემწეები), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე: ა) ხელს უწყობს გამგებლის წარმომადგენელს ამ დებულებით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) გამგებლის წარმომადგენლის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით ასრულებს მის მოვალეობას; გ) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებით, გამგებლის სამართლებრივი აქტებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 2. გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ანგარიშვალდებულია გამგებლისა და გამგებლის წარმომადგენელის წინაშე.“ |
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|