„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 25 ნოემბრის №254 დადგენილების მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 5. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის გათვალისწინებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლება მიკუთვნებული აქვს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურს; მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურს; მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.“
|