„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2628
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2006-01-16
სარეგისტრაციო კოდი
210.020.120.05.001.002.163
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 47) მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, სხვა სამგზავრო დოკუმენტის და პირადობის მოწმობების გაცემა:

ა) საქართველოს მოქალაქის პასპორტის (მათ შორის, საემიგრაციო) გაცემა _ 60 აშშ დოლარი;

ა.ბ) საქართველოს მოქალაქის პასპორტის ვადის გაგრძელება _ 15 აშშ დოლარი;

ა.გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემა _ 20 აშშ დოლარი;

ა.დ) საკონსულო აღრიცხვისათვის _ 15 აშშ დოლარი;

ა.ე) საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა _ 35 აშშ დოლარი;“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2006 წლის 30 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2628_რს

კრებსითი — სრული ვერსია