|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ №22 დადგენილების 81-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და 82-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №35 დადგენილებაში (სსმ, 17.07.2014; 010250020.35.143.016264) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1.მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამსახური (შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის ქონების მართვას.” ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, 2 სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ინფრასტრუქტურის განვითარების და კეთილმოწყობის განყოფილება; ბ) მუნიციპალური ქონების აღრიცხვისა და მართვის განყოფილება; გ) სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილება“. გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|