|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი და პირობები დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ნიმუშები დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|