„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №116 დადგენილებაში ( www.matsne.gov.ge, 30/01/2014, 470230000.10.003.017735) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის“ 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის:
1. მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) დაბა გუდაურში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ტრავმული) ცენტრის:
ო.ა) სამშენებლო სამუშოების შესყიდვა;
ო.ბ) გათბობის სისტემისა და ტექნიკის შესყიდვა;
ო.გ) სამედიცინო აღჭურვილობისა და საოფისე ავეჯის შესყიდვა;“.
2. მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „თ“, „ი“, „კ“, „მ“, „ რ“ და „ო.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“, „ლ“, „ნ“ და „ო.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო ამ პროგრამის მე-2 მუხლის „ო.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესყიდვა - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.“.
3. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ბიუჯეტი კომპონენტების მიხედვით განისაზღვროს 28 813.8 ათასი ლარით:
|
№
|
კომპონენტის დასახელება
|
ღირებულება (ათასი ლარი)
|
|
1
|
სს „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ შენობის (მისამართი: ქ. თბილისი, გუდამაყრის შესახვევი №2) სარეაბილიტაციო სამუშაოები და ცენტრის ფუქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად საიჯარო გადასახადის გადახდა
|
9,131.8
|
|
2
|
საექსპერტო/საინჟინრო სამუშაოები და საპროექტო/საავტორო ზედამხედველობა
|
214.7
|
|
3
|
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანების შესყიდვა
|
11,000.0
|
|
4
|
პროგრამის ადმინისტრირება
|
42.9
|
|
5
|
სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა
|
110.0
|
|
6
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის პროექტის/საპროექტო სამუშაოების შესყიდვა
|
400.0
|
|
7
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (ნაწილობრივი დაფინანსება)
|
4,000.0
|
|
8
|
საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში (ვანი, დედოფლისწყარო, ლენტეხი, ხარაგაული, ლანჩხუთი) სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა შესაბამისი სამედიცინო აპარატურით
|
73.5
|
|
9
|
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ამბულატორიის შენობის გარე ფასადის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა
|
10.3
|
|
10
|
ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის შენობის დასრულების სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შესყიდვა
|
624.9
|
|
11
|
ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის შენობის გათბობა-გაგრილების სისტემის ოპტიმიზაცია-დასრულების სამუშაოების შესყიდვა
|
102.1
|
|
12
|
საქართველოს მასშტაბით 82 ამბულატორიის აღჭურვა სხვადასხვა სამედიცინო და საოფისე ინვენტარით
|
324.3
|
|
13
|
დედოფლისწყაროს მრავალპროფილიანი საავადმყოფოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების (გეოლოგიური კვლევისა და საავტორო ზედამხედველობის ჩათვლით) შესყიდვა
|
30.0
|
|
14
|
დაბა გუდაურში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების (ტრავმული) ცენტრის სამშენებლო სამუშოების, გათბობის სისტემისა და ტექნიკის, სამედიცინო აღჭურვილობისა და საოფისე ავეჯის შესყიდვა
|
220.0
|
|
|
14.1 სამშენებლო სამუშოების შესყიდვა
|
120.0
|
|
14.2 გათბობის სისტემისა და ტექნიკის შესყიდვა
|
30.6
|
|
14.3 სამედიცინო აღჭურვილობისა და საოფისე ავეჯის შესყიდვა
|
69.4
|
|
15
|
ჯანდაცვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის დღგ-ის თანხის გადახდა
|
220.8
|
|
16
|
ეროვნული სამედიცინო ტრენინგ-ცენტრის ელექტროენერგიის გადასახადის თანხის გადახდა
|
0.8
|
|
17
|
სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტომობილების (4 ერთეული), სამედიცინო აღჭურვილობის, საოფისე ინვენტარისა და სამედიცინო პერსონალისათვის უნიფორმის შესყიდვა.
|
2,307.7
|
|
|
სულ
|
28,813.8.“.
|
|