„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
616
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-11-03
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-05
სარეგისტრაციო კოდი
230020040.10.003.018236
„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №616

2014 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმარტიული  აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში (სსმ, №120, 19/10/2005)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ (დანართი №1):

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული  ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - შემოსავლების სამსახური (შემდგომში - შემოსავლების სამსახური).“.

2. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სანებართვო პირობები და ნებართვის მისაღებად წარსადგენი დამატებითი დოკუმენტები

არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს:

ა) არაიოდიზებული მარილის საქართველოში შემოტანის სამართლებრივი საფუძველი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ოფიციალური წერილი და ა.შ.);

ბ) საქონლის რაოდენობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) არაიოდიზებული მარილის შემდგომში არასაკვები მიზნით გამოყენების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება), თუ არაიოდიზებული  მარილის იმპორტიორი ამავდროულად მომხმარებელია – ინფორმაცია ვალდებულების შესახებ, რომლის მიხედვითაც შემოტანილი საქონელი არ გამოიყენება საკვები მიზნით.“.

3.  მე-4 მუხლის პირველი და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვას აქვს ინდივიდუალური ნომერი. ნებართვა შესაძლებელია, გაიცეს როგორც წერილობითი, ისე, ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.

2.  წერილობითი ნებართვა ივსება ორ პირად, რომელთაგან ერთი პირი რჩება ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მეორე პირი გადაეცემა ტვირთის მფლობელს ან ტვირთის მფლობელის ნდობით აღჭურვილ პირს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია