,,ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 აპრილის №33 დადგენილების ((სსმ, ვებგვერდი, 08/04/2013, 010250000.35.143.016168) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი;
გ) სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსის 2014 წლის 10 სექტემბრის №73/სა ბრძანებით დამტკიცებული ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ატესტაციის -ტესტირების ეტაპების თემატიკის, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №22 დადგენილებით დამტკიცებული ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის ცოდნა.“.
|