საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1928
2014 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ნიდერლანდების სამეფოს უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროს საჩუქრის ტრანსპორტირებისათვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა, ნიდერლანდების სამეფოს უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტროსგან საჩუქრადგადმოცემულიმატერიალური ფასეულობების (ორი ერთეული მიკროავტობუსი, სამედიცინო და სხვა სპეციალური აღჭურვილობა ) შეზღუდულ ვადებში შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, განახორციელოს შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, 28 200 ლარის ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი