„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის N5/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
86
მიმღები ორგანო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-10
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.157.016190
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის N5/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №86

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თეთრიწყარო

 

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის №5/4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო

ა დ გ ე ნ ს:


მუხლი 1
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლებლების შემოღების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011  წლის 13 აპრილის  №5/4  დადგენილებაში  (სსმ, ვებგვერდი, 110414020, 18/04/2011, სარეგ. კოდი 210020010.35.157.016043) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის  24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლისა და საქართველოს კანონის ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  მე-3, მე-5, მე-6, 121 და მე-15 მუხლების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის თავი I-ის მე-3 მუხლს დაემატოს ,,ბ“ ქვეპუნქტი და  მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3.

ა) მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა:

ბ) მოსაკრებლის გადახდისაგან  თავისუფლდება სახელმწიფოს 100 %-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი  კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც მუნიციპალიტეტში  შეასრულებს  წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე

კრებსითი — სრული ვერსია