„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის №171 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/05/2012, 040030000.10.003.016848) შეტანილ იქნეს ცვლილება და დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„მუხლი 31. 2015 წლის 11 აგვისტოს, უეფას ეგიდით გასამართ ფეხბურთში 2015 წლის უეფას სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, უეფას მოთხოვნების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელ დინამო არენის (ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი) ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის საჭირო კვლევა-საძიებო, საპროექტო და საექსპერტო მომსახურებებზე არ გავრცელდეს ამ დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების ტარიფები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური განვითარების ფონდის მოთხოვნის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაჩქარებულ მომსახურებას განახორციელებს საზღაურის გარეშე.“.
|