ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებებისა და სარგოების განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
62
მიმღები ორგანო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2015-01-27
სარეგისტრაციო კოდი
010340000.35.167.016174
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებებისა და სარგოების განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 27.01.15 №5)

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №62

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ლაგოდეხი

 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო თანამდებობათა დასახელებებისა და სარგოების განსაზღვრის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის    ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24 -ე მუხლის ,,დ.ე“ ქვეპუნქტის, ამავე ორგანული კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლისა და  ,,საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილების  შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადგენს:

მუხლი 1. განისაზღვროს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების  საჯარო თანამდებობათა  დასახელებები და სარგოები,  დანართის შესაბამისად.                

მუხლი 2.  დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №16 დადგენილება.

მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ბარბაქაძე



დანართი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების    საჯარო თანამდებობათა  დასახელებები და სარგოები

№

 

საჯარო თანამდებობათა

რეესტრი

 

საჯარო თანამდებობათა დასახელება

 

ყოველთვიური თანამდებობრივი

სარგო 

1.

მთავარი საჯარო თანამდებობა

 გამგებელი

 საკრებულოს თავმჯდომარე

2650 ლარი

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

1700 ლარი

 

გამგებლის პირველი მოადგილე

გამგებლის მოადგილე

1300 ლარი

საკრებულოს კომისიისა და ფრაქციის      თავმჯდომარე

1350 ლარი

2.

 

წამყვანი საჯარო თანამდებობა

საკრებულოს აპარატის უფროსი

1000  ლარი

სტრუქტურული ერთეულის  ხელმძღვანელი

3.

უფროსი საჯარო თანამდებობა

ადმინისტრაციული ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი

 

970 ლარი

სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი,

საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსი

810 ლარი

თანაშემწე   

790 ლარი

მთავარი სპეციალისტი (გამგეობის, საკრებულოს აპარატის)

560 ლარი

4.

უმცროსი საჯარო თანამდებობა

 უფროსი  სპეციალისტი (გამგეობის, საკრებულოს აპარატის) 

  540  ლარი

სპეციალისტი (გამგეობის, საკრებულოს აპარატის) 

  400 ლარი

5.

დამხმარე მოსამსახურე

მძღოლი (გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილის, საკრებულოს თავმჯდომარის)

560 ლარი

მდივან-რეფერენტი (გამგებლის, გამგებლის პირველი მოადგილე)

540 ლარი

კურიერი

520 ლარი

საორგანიზაციო საკითხების სპეციალისტი

520 ლარი

აიტი სპეციალისტი (კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების საკითხებში)

520 ლარი

თვითმცლელის მძღოლი

560 ლარი

ექსკავატორის მძღოლი

560 ლარი

6.

სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური

 ქვეგანყოფილების უფროსი

810 ლარი

ცვლის უფროსი

500 ლარი

ათ მეთაური, მეხანძრე, მძღოლი

450 ლარი

მეელსმენე

350 ლარი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 4 დეკემბრის დადგენილება №67 - ვებგვერდი, 04.12.2014 წ.


კრებსითი — სრული ვერსია