აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
40
მიმღები ორგანო
აბაშის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2016-12-29
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.110.016180
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე
( ძალადაკარგულია - 29.12.2016,№28 )

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. აბაშა

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებისა და „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
განისაზღვროს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №16 დადგენილება. 
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე



 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირებები და თანამდებობრივი სარგოების ოდენობები


 

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგოები

(ლარებში)

 

1

საკრებულოს თავმჯდომარე

2650

2

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

2200

3

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

1800

4

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

1700

 

წამყვანი საჯარო თანამდებობა

5

საკრებულოს აპარატის უფროსი

1500

 

უფროსი საჯარო თანამდებობა

6

განყოფილების უფროსი

1050

7

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

950

8

მთავარი სპეციალისტი

800

 

უმცროსი საჯარო თანამდებობა

9

წამყვანი სპეციალისტი

700

10

უფროსი სპეციალისტი

600

11

სპეციალისტი

550

 


  აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის დადგენილება №15 - ვებგვერდი, 22.04.2015წ.


კრებსითი — სრული ვერსია