|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
შეტანილ იქნეს ცვლილება ქ.თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2014 წლის 7 მარტის N5-5 გადაწყვეტილებაში (სსმ, ვებგვერდი, 11/03/2014; სარეგისტრაციო კოდი:190020020.36.101.016200) და „ქ.თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2014 წლის 7 მარტის N5-5 გადაწყვეტილებაში:
ა) მე-12 მუხლში „უსახლკაროთა თავშესაფრის“ (კოდი 6.2.21) ქვეპროგრამა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.2.21 მიუსაფარ პირთა თავშესაფრის მოვლა-პატრონობა ქვეპროგრამის მიზანია მიუსაფარი პირების თავშესაფრის ფუნქციონირების ხელშეწყობა, რაც ითვალისწინებს მიუსაფარი პირების თავშესაფრით უზრუნველყოფას, მათი საბაზისო (საყოფაცხოვრებო) საჭიროებების (კვება, გათბობა, პირადი ჰიგიენის ნივთები, ტანსაცმელი) დაკმაყოფილებას, პირველადი სამედიცინო მომსახურების (ამბულატორიული, მედიკამენტები) გაწევას, სოციალური მუშაკების შრომის ანაზღაურებას, მიუსაფარი პირებისათვის განთავსების ადგილებში სათანადო მომსახურების მიწოდებას.“ ბ) მე-13 მუხლში „უსახლკაროთა თავშესაფრის“ (კოდი 6.2.21) ქვეპროგრამას შეეცვალოს დასახელება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
2.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|