ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
48
მიმღები ორგანო
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-31
გამოქვეყნების თარიღი
2015-06-16
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.173.016048
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ
(ძალადაკარგულია - 16.06.2015; №26)

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №48

2014 წლის 31 ოქტომბერი

ქ. ახალციხე

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №20 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე




 დანართი

 

ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო (ლარებში)

1

მთავარი საჯარო თანამდებობის პირი - მერი

2750

2

მთავარი საჯარო თანამდებობის პირი - მერის პირველი მოადგილე

2050

3

მთავარი საჯარო თანამდებობის პირი - მოადგილე

2050

4

წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი - სამსახურის უფროსი

1490

5

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - მერის წარმომადგენელი

1250

6

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - განყოფილების უფროსი

800

7

უფროსი საჯარო თანამდებობის პირი - მთავარი სპეციალისტი

580

8

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - წამყვანი სპეციალისტი

560

9

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - უფროსი სპეციალისტი

540

10

უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი - სპეციალისტი

520

 


კრებსითი — სრული ვერსია