|
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №3 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი, 16/07/2014, სარეგ.კოდი 010250020.35.173.016003) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,მუხლი 4. აპარატის ხელმძღვანელობა და საჯარო მოსამსახურეები 1. წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი – აპარატის უფროსი. 2. უფროსი საჯარო თანამდებობის პირი – მთავარი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში. 3. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში. 4. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი – წამყვანი სპეციალისტი კადრებისა და წერილების საკითხებში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|