|
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 4 მარტის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტებისა და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მისი ოდენობის დადგენის შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 4 მარტის №7 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებას დაემატოს 11 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს: ა) სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ის კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მუნიციპალიტეტებში ახორციელებენ წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, განთავისუფლდნენ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) ნებართვისათვის ადგილობრივი მოსაკრებლების გადახდის ვალდებულებისაგან; ბ) ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით პირველი პუნქტში მითითებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ პროექტებზე. გ) პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი მოქმედებს 2016 წლის პირველ იანვრამდე.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|