„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2608
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2005-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2005-12-28
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.05.001.002.153
„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

                მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №12, 21.05.2003, მუხ. 62) მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ისეთი საგანგებო შემთხვევებისათვის, როგორიცაა ბუნებრივი და სხვა სახის კატასტროფები, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი სახელმწიფო ხარჯების დასაფინანსებლად. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების ხარჯების მიმართულებები განისაზღვრება შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის მიერ, წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული მოცულობებისა და პირობების შესაბამისად.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                     

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 28 დეკემბერი.

№2608–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია