|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №23 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 18/08/2014) შევიდეს ცვლილება და: |
ა)
დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს: ა) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობები“, დანართი №1-ის შესაბამისად; ბ) „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო თანამდებობათა რეესტრი“, დანართი №2-ის შესაბამისად.“ |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 810 ლარის ოდენობით. |
გ)
დადგენილებას დაემატოს „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო თანამდებობათა რეესტრი“ დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №2
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობათა რეესტრი
|
|