ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ.

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
54
მიმღები ორგანო
ხონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2014-10-29
გამოქვეყნების თარიღი
2020-01-29
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.119.016210
ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ.
 

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №54

2014 წლის 29 ოქტომბერი

ქ. ხონი

 

ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის შესახებ.

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის,, მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა,.ა,, ქვეპუნქტის, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ,, ,23-ე მუხლის პირველი  პუნქტისა  საფუძველზე  ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში შეიქმნას შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულები: ქალაქის, გორდის, გოჩა ჯიხაიშის, გუბის, დედალაურის, ივანდიდის, კინჩხის, კუხის, მათხოჯის, ნახახულევის, ქუტირის, ძეძილეთის.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 30.01.2020წ.

მუხლი 2
დადგინდეს ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების საზღვრები თანდართული  დანართის  მიხედვით.
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე



დანართი
 

ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის საზღვრების  აღწერა


1. ქალაქი - ქალაქი  ხონი

საზღვრები მთლიანად ემთხვევა ქალაქ ხონის  ადმინისტრაციულ საზღვრებს.

2. გორდი - სოფელი ქვედა გორდი, სოფელი ბანგვეთი, სოფელი გაღმა ნოღა, სოფელი გამოღმა ნოღა, სოფელი ზედა გორდი.

საზღვრები მთლიანდ ემთხვევა სოფლებს: ქვედა გორდი,  ბანგვეთი,  გაღმა ნოღა,  გამოღმა ნოღა,  ზედა გორდი.

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 დეკემბრის   დადგენილება № 43  – ვებგვერდი, 05.01.2016წ.

3. გოჩა-ჯიხაიში - სოფელი გოჩა ჯიხაიში

საზღვრები მთლიანად ამთხვევა სოფელ გოჩა ჯიხაიშის  ადმინისტრაციულ საზღვრებს.

4. გუბი- სოფელი დიდი გუბი, სოფელი პატარა გუბი, სოფელი შუა გუბი საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლებს: დიდი გუბის, პატარა გუბის, შუა გუბის ადმინისტრაციულ საზღვრებს

5.  დედალაური - სოფელი დედალაური,  სოფელი ბესიაური, სოფელი ჩუნეში, სოფელი ხარაბაული, სოფელი ჩაის მეურნეობა

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლების: დედალაურის, ბესიაურის, ჩუნეშის, ხარაბაულის, ჩაის მეურნეობის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

6. ივანდიდი-  სოფელი ივანდიდი

საზღვრები ემთხვევა სოფელ ივანდიდის ადმინისტრაციულ  საზღვრებს.

7. კინჩხა- სოფელი ქვედა კინჩხა, სოფელი ზედა კინჩხა, სოფელი კინჩხაფერდი, სოფელი რონდიში, სოფელი საწისქვილო.

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლების: ქვედა კინჩხის, ზედა კინჩხის,  კინჩხაფერდის, რონდიშის, საწისქვილოს ადმინისტრაციულ საზღვრებს.

8. კუხი- სოფელი დიდი კუხი, სოფელი ახალშენი, სოფელი პატარა კუხი,  სოფელი ნამაშევი

საზღვრები  მთლიანად  ემთხვევა სოფლების: დიდი კუხის, ახალშენის, პატარა კუხის და ნამაშევის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

9. მათხოჯი- სოფელი მათხოჯი, სოფელი ლეფილიე, სოფელი სუხჩა, სოფელი ხიდი.

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლების: მათხოჯის, ლეფილიეს, სუხჩას და ხიდის ადმინისტრაციულ საზღვრებს

10. ნახახულევი -სოფელი ნახახულევი, სოფელი ახალბედისეული, სოფელი კონტუათი, სოფელი უძლოური, სოფელი საწულუკიძეო,

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლების: ნახახულევის, ახალბედისიაულის, კონტუათის, უძლოურის და საწულუკიძეოს ადმინისტრაციულ საზღვრებს.

11. ქუტირი- სოფელი ქუტირი, სოფელი გვაზაური, სოფელი პატარ ჯიხაიში

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლების: ქუტირის, გვაზაურის და პატარა ჯიხაიშის ადმინისტრაციულ საზღვრებს.

12. ძეძილეთის- სოფელი ძეძილეთი, სოფელი გელავერი, სოფელი გვაშტიბი, სოფელი ორაგვეთი, სოფელი ღვედი

საზღვრები მთლიანად ემთხვევა სოფლების: ძეძილეთის, გელავერის, გვაშტიბის, ორგვეთის და  ღვედის ადმინისტრაციულ საზღვრებს.


კრებსითი — სრული ვერსია