სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1911
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-23
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017898
სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქარ თველოს მთავრობის

განკარგულება № 1911

2014 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს  რეგიონული  განვითარებისა  და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

ა)  ქალაქ ფოთის მუნციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ -საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „დევნილთა სახლების მშენებლობა/რეაბილიტაცია (ევროკავშირი)“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 05 01) გათვალისწინებული ასიგნებებიდან;

გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების   შეზღუდულ   ვადებში შეუფერხებლად   ჩატარების   მიზნით , „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “  საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად , ამ განკარგულები ს „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული  ელექტრონული   ტენდერის  მეშვეობით   განხორციელ ება .

პრემიერ-მინისტრი                                                   ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია