„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს N1375 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1866
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017870
„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს N1375 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება № 1866

2014 წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე  მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვ ანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის   შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს № 1375 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე  მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს № 1375 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ანაკლიაში ღრმაწყლოვ ანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია თანდართული შემადგენლობით (დანართი № 1) და დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება (დანართი № 2).“;

ბ) განკარგულების დანართი განისაზღვროს № 1 დანართად და დაემატოს დანართი № 2  თანდართული რედაქციით.

2. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 16 ოქტომბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                              ი . ღარიბაშვილი

 

 

  „დანართი №2

ანაკლიაში ღრმაწყლოვ ანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერეთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ანაკლიაში ღრმაწყლოვ ანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერეთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება ანაკლიაში ღრმაწყლოვ ანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განხილვისა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების, მათ შორის, კანდიდატთა მოკლე სიის ( shortlist) შედგენის ან/და საუკეთესო კანდიდატ(ებ)ის გამოვლენის მიზნით.

2. კომისია, თავისი საქმიანობისას, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.

    მუხლი 2. კომისიის სხდომის ჩატარების წესი

1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის  ან მისი მოადგილის ინიციატივით .

2. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე .

3. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

5 . კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები.“.

კრებსითი — სრული ვერსია