ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1872
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-10-20
გამოქვეყნების თარიღი
2014-11-03
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017858
ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქარ თველოს მთავრობის

განკარგულება № 1872

2014წლის 20 ოქტომბერი

ქ. თბილისი

ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში ( ISAF) სამშვიდობო მისიაში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების შემადგენლობაში (ISAF) სამშვიდობო მისიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი მოსამსახურეების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, მოხმარების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცეს თავის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ან სხვა პროექტებიდან/წყაროებიდან შესყიდული, გადაცემული ან მიღებული შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტი და ასაცრელი მასალა (ამ პროგრამების/პროექტების მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად):

ა) პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ორალური ვაქცინა - 1200 (ათას ორასი) დოზა;

ბ) ტეტანუსი - დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინა - 600 (ექვსასი) დოზა;

გ) წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინა - 600 (ექვსასი) დოზა;

დ) შპრიცი 0.5 მლ - 1260 (ათას ორას სამოცი) ცალი;

ე) შპრიცი 2.0 მლ - 315 (სამას თხუთმეტი) ცალი;

ვ) შპრიცების გასანადგურებელი უსაფრთხო ყუთი - 20 (ოცი) ცალი.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                  ი . ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია